LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერსი ტემბონი: მცირე და საშუალო საწარმოების სექტორს საქართველოში აქვს რამდენიმე გამოწვევა

130

მტკიცედ გვწამს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება არის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა ქვეყანაში, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში“ განაცხადა.

როგორც მერსი ტემბონმა განმარტა, მცირე და საშუალო საწარმოების სექტორს საქართველოში აქვს რამდენიმე გამოწვევა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსების ხელმისაწვდომობა და აგრეთვე შესაბამისი ფინანსური განათლება. „საქართველო ძალიან წარმატებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საკითხში და გვსურს, რომ ეს ტემპი მომავალშიც შენარჩუნდეს. ამის საუკეთესო გზა კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

მერსი ტემბონის განმარტებით, ასეთი ტიპის კონფერენციის გამართვა ადასტურებს მცირე და საშუალო საწარმოების როლის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები