LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერვეკლასელმა გოგონამ მეცხრეკლასელ ბიჭს საკანცელარიო ნივთით დაზიანება მიაყენა

45

თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში მე-8 და მე-9 კლასელებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირკვევა, რომ მერვეკლასელმა გოგონამ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს, რომელიც, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები