LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მესენჯერში” გაგზავნილი მესიჯების “უკან დაბრუნებას” შეძლებთ

111

ფეისბუქის “მესენჯერს”  ახალი ფუნქცია ემატება, რომლის წყალობითაც თქვენ მიერ გაგზავნილი წერილების “უკან დაბრუნებას” შეძლებთ.

არსებული ინფორმაციით, მესიჯების “უკან დასაბრუნებლად” მხოლოდ 10 წუთი გექნებათ.

ფუნქციის დამატება დაანონსებულია iPhone-ების ოპერატიულ სისტემა iOS-ზე, ფეისბუკის დამხმარე აპლიკაცია “მესენჯერის” მომავალ აფდეითში.

გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციის დამატებაზე საუბარი აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა აღიარა, რომ კომპანია მარკ ცუკერბერგის პირად მიმოწერებს შლიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები