LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი 2 წლის ფანს შეხვდა (ვიდეო)

116

„ბეტისის“ მექსიკელი ფეხბურთელის ანდრეს გუარდადოს 2 წლის შვილს მესისთან შეხვედრა მოუნდა. მამამ ის ლეოსთან მიიყვანა.

ფეხბურთელის ცოლმა სანდრა დე ლა ვეგამ კი ინსტაგრამზე ვიდეო დადო როგორ შეხვდა მისი პატარა მესის.

„როგორ ზეიმობს მესი? ასე? დაელაპარაკები? – ეკითხება შვილს ანდრესი.

მას შემდეგ, რაც ბავშვმა ლეო დაინახა, მექსიკელმა არგენტინელს კითხა შეიძლებოდა თუ არა ფოტოს გადაღება. ლეომ დაზუსტება მოინდომა რამდენი წლის იყო პატარა და არ დაიჯერა, რომ მხოლოდ ორი წლის უთხრეს. „უფრო დიდი მეგონე, 2.5-3 წლის“, – გაიკვირვა „ბარსას“ ფორვარდმა.

ბავშვი დაიმორცხვა, როდესაც მესიმ სახელი კითხა, თუმცა მერე მაინც ათქმევინეს. მესი ბავშვს ასე დაემშვიდობა: „კრგად, ფენომენო, კიდევ შევხვდებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები