LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი არგენტინიდან კიდევ ერთხელ წავიდა?

34

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ეროვნულ გუნდში გამოსვლა შეაჩერა.

თუმცა “ბარსელონას” ფორვარდს საერთაშორისო კარიერის დასრულების გადაწვეტილება არ მიუღია.

„მესი არ ითამაშებს წელს არგენტინის ნაკრებში, მას არ დაუსრულებია საერთაშორისო კარიერა, მაგრამ არ გამოიძახებენ უახლოეს მატჩებში. მოგვიანებით გავიგებთ, როდის დაბრუნდება მოედანზე“, – დაწერა TNT Sports-ის ჟურნალისტმა ერნან კასტილიომ.

არგენტინის ნაკრების უახლოესი მატჩებია – 7 სექტემბერს გვატემალას წინააღმდეგ და 11 სექტემბერს – კოლუმბიის წინააღმდეგ. ორივე შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები