LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი არგენტინიდან წავიდა: სენტენარიო ჩილემ მოიგო (ვიდეო)

86

არგენტინა და მესი ისევ უტიტულოდ დარჩნენ. მოკლედ, დაიწყევლა მსოფლიოს ყველა დროის უდიადესი მოთამაშე. რამდენი საკლუბო ჯილდო არგუნა განგებამ მესის, იმდენად სანაკრებო დონეზე არ უმართლებს.

ასწლეულის ამერიკის თასზე არგენტინა ფინალში ისევ ჩილემ გააჩერა.
დაძაბული შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა და საქმე პენალტების სერიაზე მიდგა. აქ კი გამარჯვება ჩილელებს დარჩათ – 4:2.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სერიაში გამორჩეული ფეხბურთელები აფუჭებენ ხოლმე პენალტებს. ასე მოხდა ახლაც: 11-მეტრიანი ნიშნულიდან გატანა ლიონელ მესიმ ვერ შეძლო (ერთიც ლუკას ბილიამ გააფუჭა).

სტადიონ “მეტლაიფ – ნიუ-მიდოულენდსზე” ჩატარებულ შეხვედრაში მსაჯმა გუნდები პირველ ტაიმშივე ათი ათზე დატოვა: ჯერ ჩილელი მარსელო დიასი გააძევა (28-ე წუთი), მერე კი მის გზს არგენტინელი მარკოს როხო (43 წთ) გაუყენა.

მოკლედ, სენტენარიო ჩილემ მოიგო, რომელიც წინა კოპას გამარჯვებულიცაა.

კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებიდან წავიდა.

“გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ძალიან მინდოდა ტიტულის მოგება და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ისევ არ გამოგვივიდა.
გასახდელში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი დრო ნაკრებში დასასრულს მიუახლოვდა. ოთხი ფინალი წავაგე.
მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის. ძალიან მინდოდა არგენტინასთან ერთად ჩემპიონი გამხვდარიყავი, მაგრამ არ გამოვიდა”, – თქვა მესიმ.

 

https://www.youtube.com/watch?v=Muaa0UeWJOE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები