LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ავღანელ ბიჭუნას შეხვდა (ფოტო, ვიდეო)

62

ლიონელ მესი შეხვდა ბიჭუნას, რომელმაც მისი მაისური პაკეტისგან დაამზადა. მურტაზ ახმადის მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია.

მესი ავღანელ ბიჭუნას ყატარში შეხვდა, სადაც „ბარსელონა“ ადგილობრივ „ალი-აჰლისთან“ ამხანაგური მატჩის სათამაშოდ ჩავიდა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და კატალონიელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა (გოლები: სუარესი, მესი, ნეიმარი, ალკასერი, რაფინია).

ბავშის ფოტო, რომელიც პოლიეთილინის პაკეტისგან თვითნაკეთ მაისურში იყო გამოწყობილი და ზედ მესი ეწერა, სოცქსელებში პოპულარული 2016 წელს გახდა.

მოგვიანებით BBC-სა და Unicef-ის დახმარებით ბიჭს მიაგნეს, რომელსაც მესის ავტოგრაფიანი მაისური აჩუქეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები