LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ბარსელონადან უფასოდ წავაო

67

ლიონელ მესი აპირებს ”ბარსელონა” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ამის შესახებ ესპანური რადიოსადგური Onda Cero იუწყება. წყაროს მტკიცებით, არგენტინელს სურს ”ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ახალი კლუბი აირჩიოს და კარიერა სხვაგან განაგრძოს.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესი კატალონიურ გრანდთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომელიც 2021 წლამდე იქნებოდა გათვლილი, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელს მთელი კარიერა ”ბლაუგრანაში” აქვს გატარებული. იგი ”ბარსელონას” ღირსებას 2003 წლიდან იცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები