LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ბარსელონას ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა

43

„ბარსელონამ ესპანეთის სუპერთასი მოიგო. კატალონიელებმა ერთმატჩიან დუელში 2:1 მოუგეს „სევილიას“. თამაში მაროკოს ქალაქ ტანჟერში გაიმართა. გამარჯვებულებიდან გოლები პიკემ (43-ე წთ) და დემბელემ (77-ე წთ) გაიტანეს.

ესპანეთის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონას“ არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.

არაამქეყნიურ ფეხბურთელს 33 ტიტული დაუგროვდა, რითაც გაუსწრო წინა რეკორდსმენს ანდრეს ინიესტას, რომელიც ამ ზაფხულს იაპონურ “ვისელ კობეში” გადავიდა და ბუნებრივია აწი „ბარსას“ რიგებში ვერაფერს ვეღარ მოიგებს..

მესის ანგარიშზე „ბარსელონაში“ აი ეს ტიტულებია:

4 – ჩემპიონთა ლიგა
9 – ლა ლიგა
6 – ესპანეთის თასი
8 – ესპანეთის სუპერთასი
3 – უეფას სუპერთასი
3 – კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები