LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ბავშვთა დახმარების ფონდს ფულის დასამალად იყენებდა: ლეოს გადასახადებს ისევ ედავებიან

82

ლიონელ მესის კუთვნილმა ბავშვთა დახმარების ფონდმა საგადასახადო ორგანოებს 10 მილიონი ევროს შემოსავალი დაუმალა.

ფონდმა 2007-15 წლების პერიოდში შემოსავლის დიდი ნაწილის დეკლარირება არ მოახდინა. როგორც ამბობენ, „ბარსელონას“ ფორვარდი და მისი ოჯახი ამ ფონდს კერძო ბიზნესის წარმოების დასაფარად იყენებდა.

მესიმ და მამამისმა რამდენიმე ორგანიზაცია შექმნეს ფაქტობრივად იდენტური სახელებით, მაგრამ სხვადასხვა საბანკო ანგარიშით. კერძოდ, 2009 წელს, მათ ქალაქ როსარიოში გახსნეს ფონდის წარმომადგენლობა, მაგრამ საზოგადოებრივ ორგანიზაციად ესპანეთში დაარეგისტრირეს.

ფონდი აფორმებდა კონტრაქტებს და თან არ ივსებოდა შესაბამისი დეკლარაციები. ამის გამო არგენტინის ფინანსთა სამინისტრომ ორგანიზაცია სიიდან ამოშალა, რადგან მას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ანგარიშების შესახებ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

ფონდის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები