LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი და ბარსა შეთანხმდნენ: კონტრაქტი 300 მილიონიანი გამოსყიდვით

84

”ბარსელონამ” ლეო მესისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. კატალონიელები 15 ივლისს არ დაელოდნენ და არგენტინელთან ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ახალი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
მესის ტრანსფერის გამოსასყიდი ღირებულება 300 მლნ ევროს მიაღწევს.

კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხელშეკრულება ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გაფორმდება, როდესაც მესი შვებულებიდან დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ბარსელონაში 2004 წლიდან თამაშობს. მას ”ბარსელონას” რიგებში 583 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 507 გოლი გაიტანა.

”ბლაუგრანასთან” ერთად მესიმ 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 8-ჯერ ლა ლიგა. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში 5-ჯერ დაეუფლა ”ოქროს ბურთს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები