LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი და ნეიმარი გოლებს რომ გაიტანენ, Mastercard უპოვარ ბავშვებს საჭმელს დაურიგებს

91

მესის და ნეიმარის ყოველი გოლისთვის Mastercard ფულს გაიღებს ბავშვთა შიმშილთან ბრძოლისთვის.
თუმცა ეს აქცია ყველას როდი მოეწონა.

Mastercard ფულს შეწირავს ლათინურ ამერიკაში ბავშვების საკვების უკმარისობისთვის ბრძოლას. თანხა 10 ათასი საკვების მიღების ექვივალენტი იქნება. აქციის ვადა 2020 წლის მარტამდეა.

ტვიტერის მომხარებელთა ნაწილმა უცნაურად მიიჩნია ფაქტი, რომ იმის ნაცვლად, კომპანია ყოველგვარი პირობების გარეშე დახმარებოდა უპოვართ, ორი სუპერვასკვლავის გოლებს დაელოდება.

„ბიჭებო, უბრალოდ ადექით და მიეცით ეს საკვები“ – დაწერა Newstalk FM რეპორტიორმა რიჩარდ ჩამბერსმა.

 

 

„Mastercard“ არ უნდა დაელოდოს გოლებს, რომ საწყალი ბავშვები გამოკვებოს.

მესიმ 2017/18 წლების სეზონში „ბარსელონაში“ 45 გოლი გაიტანა და „ოქროს ბუცი“ მოიგო.
ბრაზილიელმა პსჟ-ში გასულ სეზონში 30 მატჩში 28 გოლით გამოიჩინა თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები