LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ევროპის ბომბარდირია: ზლატანი კარატეს უნდა შეეშვას

46

ლეო მესი ევროპის საუკეთესო საკლუბო ბომბარდირი გახდა, რადგან ზლატან იბრაჰიმოვიჩს გოლი არ ჩაუთვალეს.
ყველაზე მაგარი პლეიმეიქერი ყველაზე მეტს იტანს.

„ბარსელონას“ ფორვარდმა 2016 წელს 51 გოლი გაიტანა და ევროპული საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო გოლეადორი გახდა. არგენტინელმა სულ რაღაც ერთი გოლით აჯობა „მანჩესტერში“ მოთამაშე შვედ გიგანტ იბრაჰიმოვიჩს.

31 დეკემბერს ზლატანს შეეძლო მესის დაწეოდა, მაგრამ „მიდლსბროს“ კარში მისი კარატეს სტილში გატანილი გოლი გააუქმეს, შვედის მოქმედებაში მეკარის მიმართ სახიფათო თამაში დააფიქსირეს.

„რეალის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 42 გოლით მეოთხე ადგილზეა და წინ „ბარსელონას“ ურუგვაელი ლუის სუარესი გაუშვა – 48 გოლი. ხუთეული „ბაიერნის“ პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დახურა – 39 გოლი.

დეკემბერში IFFHS-მა ლეო მესი წლის საუკეთესო გამთამაშებლად დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები