LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი იცვლება როგორც პიროვნება: როგორი გახდება ფეხბურთის მესია

64

ლეო იცვლება როგორც პიროვნება, ამიტომ მისი გადაწყვეტილებები უფრო თამამი ხდება – ეს არგენტინელი სუპერფეხბურთელის პარიკმახერმა თქვა.
მესის ახალ იმიჯში ”დამნაშავე” კმაყოფილია.

”ყოველთვის სასიამოვნოა აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და ვის შეუძლია იმაზე მეტი სიამოვნება მომანიჭოს, ვიდრე შენ, ლეო? მადლობა ნდობისთვის. დატკბი ცხოვრებით ამ პატარა დეტალთან ერთდ”, – დაწერა ინსტაგრამში მესის სტილისტმა არიელ ბერმუდესმა.

მოგვიანებით ბერმუდესი არგენტინული არხის ეთერით გამოვიდა და ფეხბურთელის ახალ იმიჯზე მოყვა:
”ლეო იცვლება როგორც პიროვნება, ამიტომ მისი გადაწყვეტილებები უფრო თამამი ხდება. მესის შეუყვარდა ახალი ვარცხნილობა, მაგრამ თქვა, რომ შესაჩვევად დრო დასჭირდება. ლეოს ცოლის რეაქცია არ მინახავს, თმის შეღებვის გადაწყვეტილება კი ბოლო მომენტში მივიღეთ.
წვერი – კარგი საშუალებაა იერსახის შესაცვლელად. ეს მესის უფრო მამაკაცურს ხდის. მისი წვერის ფერი ბუნებრივია. რაც შეეხება თმას, გამოვიყენეთ მონაცრისფრო და რუხი ფერები, რაც ამ ზაფხულს ევროპაში პოპულარულია”, – დაწერა ბერმუდესის სიტყვები La Nacion-მა.

სხვათა შორის, პარიკმახერმა მესის ნაკრებიდან წასვლაზეც ისაუბრა:
”მიმაჩნია, რომ ნაკრებში დაბრუნება დროის ამბავია. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ მესის უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები