LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი კმაყოფილია: ყველაზე დიდი ხელფასი მას ექნება

41

„ბარსელონა“ ლიონელ მესის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.
არგენტინელმა კლუბს თითქმის ორმაგი დანამატი გამოსტყუა.

„ბარსელონა“ მზადაა „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელს 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს, რომლის თანახმად მესი გადასახადების გადახდის შემდეგ წლიურად დაახლოებით 39,4 მილიონ ევროს მიიღებს.

ახალ კონტრაქტში მითითებულია 29 წლის ფორვარდის გამოსასყიდი თანხაც – 250 მილიონი ევრო. თუ ვინმე ამ პუნქტით ისარგებლებს, თავად ლეო კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს ჩაიჯიბავს.

ოფიციალური წინადადება იანვრის ბოლომდე გაკეთდება. არგენტინელმა გენიოსმა სიხარულით მიიღო ეს სიახლე, რომელიც მას ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს, იუწყება Sport.es.

მესის ამჟამინდელი კონტრაქტი 2017/18 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი, მისი ხელფასი წლიურად 22,8 მილიონ ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები