LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი მესია: 500 გოლი და უკან მოტოვებული დი სტეფანო

96

არამქვეყნიურმა არგენტინელმა ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურით 500 გოლი გაიტანა.
კატალონიელთა ვარსკვლავმა ელ კლასიკოში დუბლი გაიფორმა და „ბარსას“ მადრიდში დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოაგებინა.

მესიმ ამ დუბლით ორი რეკორდი მოხსნა. არგენტინელმა მადრიდული კლუბის ლეგენდას, ალფრედო დი სტეფანოს კლასიკოებში გატანილი ბურთებით გადაუსწრო და 16 გატანილი გოლით ახლა ის არის ბომბარდირი. დი სტეფანოს ანგარიშზე კი 14 ბურთია.
ბუნებრივია ერთხელაც აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურით მე-500 გოლი გაიტანა.

“ბარსელონამ” კლასიკოში “რეალს” 3:2 სძლია და სატურნირო ცხრილში ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა დედაქალაქელებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები