LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ოქროს ბუცებს მეოთხედ მოირგებს

84

24 ნოემბერს, ბარსელონაში სპეციალურ ცერემონიაზე არგენტინელი ლიონელ მესი კარიერაში მეოთხედ მიიღებს “ოქროს ბუცს” და ამ მაჩვენებლით დაეწევა მადრიდის “რეალის” ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონის ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს.

“ბარსელონას” ლიდერმა 2016-17 წლების სეზონში 37 გოლი გაიტანა. ეს მაჩვენებელი გამრავლდა ესპანეთის ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე და არგენტინელმა 74 ქულა დააგროვა. მან გაუსწრო ჰოლანდიელ ბას დოსტსა და გაბონელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს, რომლებიც შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბუცს მიიღებენ.

პრიზი „ოქროს ბუცი“ ფეხბურთელებს 1968 წლიდან გადაეცემათ. მისი დამაარსებლები არიან – European Sports Magazines და adidas.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები