LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ქორწილში ცოლის გამო პიკეს და შაკირას არ ეპატიჟება

425

Sport Bible-ის ინფორმაციით, არგენტინის ნაკრებისა და ”ბარსელონას” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ თანაგუნდელი ჟერარ პიკე და მისი მეუღლე, ცნობილი მომღერალი შაკირა ქორწილში არ დაპატიჟა. გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი პიკეებთან მესის მომავალი მეუღლის ანტონელა როკუცოს ცუდი ურთიერთობაა.

საქმე ისაა, რომ როკუცო პიკეს ყოფილი მეგობარი ქალის, ნურია ტომასის უახლოესი მეგობარია და მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ტომასს სწორედ შაკირას გამო დაშორდა, ანტონელამ მეგობარს სოლიდარობა გამოუცხადა.

ლეო მესის მომავალ მეუღლეს არანაირი კავშირი არ აქვს პიკესა და შაკირასთან და მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს ლიონელისა და ჟერარის მეგობრობაზე არ უმოქმედია, პიკე არგენტინელის ქორწილს მაინც ვერ დაესწრება.

ლიონელ მესის და ანტონელა როკუცოს ქორწილი 24 ივნისსაა დაგეგმილი. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები