LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი თავის რეკორდებს აუმჯობესებს – ლეოს მორიგი მსხვერპლი

37

გასულ სეზონში ”ჰირონა” გახდა 36-ე კლუბი,რომლის კარშიც ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში ლეო მესიმ გოლი გაიტანა.ამ გოლით არგენტინელმა პრიმერას რეკორდი დაამყარა. მან ლა ლიგის 36 გუნდის კარში შეძლო გოლის გატანა.წინა რეკორდის ავტორები მადრიდის ”რეალის” ექს-კაპიტანი რაული და ”ატლეტიკის” ფორვარდი არიცა ადურისი იყვნენ,რომლებმაც ლა ლიგის 35 გუნდის კარი აიღეს.

წელს მესიმ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

ლა ლიგის გასულ ტურში ლეომ ”უესკას” კარში დუბლი შეასრულა და ლა ლიგის იმ გუნდების სიას,რომელთა კარიც აღებული აქვს, ”უესკაც” მიუმატა.

ამ მომენტისათვის ლა ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან მესის ყველას კარში აქვს გოლი გატანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები