LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ 11 წლის ბიჭი მოაბრუნა: ლეოს ღირსეული საქციელი (ვიდეო)

46

არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი გუნდთან ერთად ურუგვაის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრისთვის ურუგვაიში ჩაფრინდა (მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა).
სასტუმროში მისვლისას უსაფრთხოების სამსახურს თერთმეტი წლის გულშემატკივარი გაეპარათ, რომელსაც მესისთან ფოტოს გადაღება სურდა. დაცვის წევრებმა პატარა ქომაგი ფეხბურთელთან არ მიუშვა და ატირებული ბალღი სუპერვარსკვლავს გაარიდა.

მაგრამ მესიმ პატარა თაყვანისმცემელი შეამჩნია და დაცვას მისი დაბრუნება სთხოვა. ბუნებრივია დიდმა კაცმა და პატარა ბავშვმა ფოტოც გადაიღეს.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=s3M4tC10NJQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები