LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ არგენტინის გაფარჩაკებას ვერ გაუძლო და წავიდა (ვიდეო)

70

ლიონელ მესიმ არგენტინის რბევას ვერ გაუძლო და მეექვსე გოლის გაშვების შემდეგ ტრიბუნებიდან წავიდა.

„ბარსელონას“ ფორვარდმა მშობლიური ნაკრების ესპანეთთან გამანადგურებელ მატჩს (1:6) ბოლომდე არ უყურა.

თავად ლეოს არ უთამაშია, რადგან მყესის მიდამოებში დისკომფორტი იგრძნო.

მატჩი მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ჩატარდა.

არგენტინის ნაკრებმა ანტირეკორდი გაიმეორა. 1958 წელს „ალბისელესტე“ ჩეხოსლოვაკიასთან და მერე 51 წლის შემდეგ ბოლივიასთან ასევე 1:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, ამ შეხვედრამდე მესიმ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონობის ბოლო შანსი ახლა აქვთ, თუმცა ფავორიტად თავისი არგენტინა არ მიაჩნია და მათზე უკეთესი გუნდები ყავთ ესპანეთს, ბრაზილიას, საფრანგეთს, გერმანიას.
აგერ თუ არადა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები