LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ მაგარი სასტუმრო შეკლასა (ფოტო)

58

„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ბარსელონადან 40 კილომეტრში მდებარე კურორტ სიდჟესის მუნიციპალიტეტში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა.

როგორც ჩანს, მესის და რონალდოს კონკურენცია ბიზნესშიც გრძელდება.

კომპანიამ, რომელსაც ფეხბურთელი ფლობს, სასტუმროს წინა მფლობელს ბიზნესმენ ფრანსისკო სანჩესს 26 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაუხადა.

77-ნომრიანი სასტუმრო ბალეარის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. დღე-ღამეში ერთი ნომრის ფასი, დაახლოებით, 250 ევროა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი, 2019 წელს, ჩინეთში საკუთარი თემატური პარკის გახსნას აპირებს, სადაც 20 ატრაქციონი განთავსდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები