LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ პირობა შეასრულა და კარის საჩუქარი გაუგზავნა

75

ლიონელ მესიმ სტივ კარის 10 მილიონი ხელმომწერის აღსანიშნავად თავისი მაისურა აჩუქა.
ოთხგზის ”ოქროს ბურთის” მფლობელმა სიტყვა შეასრულა.

”გამარჯობა მაესტრო. როგორც დაგპირდი გიგზავნი მაისურს 10 ნომრით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შენ ჩემი მაისური გექნება. შენი თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. იმედი მაქვს, შენი ცქერის საშუალება კიდევ დიდ ხანს მექნება. წარმატებებს გისურვებ. გეხვევი”, – დაუწერა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ყველაზე წარმატებულ კალათბურთელს.

NBA-ს ბოლო ორი წლის საუკეთესო კალათბურთელმა თავისი 30-ნომრიანი მაისური მესის დეკემბერში აჩუქა, არგენტინელის ინსტაგრამზე 30 მილიონი ხელმომწერის აღსანიშნავად.
თავის მხრივ ლეო დაპირდა, რომ საპასუხი ჟესტს გააკეთებდა, როდესაც კარის ინსტაგრამი 10 მილიონ ხელმომწერს გადააჭარბებდა.

კარი გაზაფხულზე გამოტყდა, რომ ”გოლდენ სტეიტი” ”ბარსელონას” მატჩებს უყურებდა და თამაშს ისე აწყობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები