LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ თავისი გაიტანა: ლეოს ყველაზე კარგი ხელფასი ექნება

49

ლეო მესიმ და მამამისმა თავისას მიაღწიეს. ახალი კონტრაქტის თანახმად, რომელსაც არგენტინელი კატალონიის ”ბარსელონასთან” უახლოეს ხანებში გააფორმებს, მისი წლიური ხელფასი 40 მლნ ევროს მიაღწევს.

ამის შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

მისი განცხადებით, ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა ძალიან ახლოსაა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასთან და თუკი ეს ასე მოხდა, ლეო ისევ გახდება მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. ამ შემთხვევაში არგენტინელი საკუთარ თანამემამულეს, ჩინეთში გადახვეწილ კარლოს ტევესს გაასწრებს.

პალმერს არც კრიშტიანო რონალდო დავიწყებია, რომელიც მისი აზრით, მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩება მესის ხელფასით და ”რეალს” ანაზღაურების გაზრდას მოსთხოვს.

ლიონელ მესისა და ”ბარსელონას” შორის მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისს იწურება. ესპანეთის ჩემპიოანტის 2016/17 წლების სეზონში არგენტინელის ანგარიშზე 16 ჩატარებულ მატჩში გატანილი 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები