LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ წვერი გაიპარსა

51

ლიონელ მესიმ რადიკალურად შეიცვალა იმიჯი და წვერი გაიპარსა, რასაც ბოლო დროს ძალიან მივეჩვიეთ.
ამის შესახებ თავად „ბარსელონას“ თავდამსხმელმა აუწყა და გაპარსული ლოყების ფოტოც დადო.

მესიმ წვერი 2016 წელს მოუშვა, როდესაც მისმა პარტნიორებმა ნაკრებში ჩათვალეს, რომ ეს იღბლიანი თილისმა იქნებოდა კოპა ამერიკაზე.

„წვერი რომ გავიპარსო, მომკლავენ. ჩვენ გვჯერა, რომ წარუმატებლობის სერიას დავასრულებთ და ტროფეის მოვიგებთ. ზუსტად ვიცი, რომ არ გავიპარსავ“, – ამბობდა მაშინ მესი, მაგრამ არგენტინამ ფინალი მაინც წააგო ჩილესთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები