LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის 200, ობლაკის 100 – ვალვერდე კი გვარდიოლას ჯობია

86

“ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გუნდის ყოფილი თავკაცის პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა.

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში კატალონიელებმა შინ “ალავესს“ 2:1 მოუგეს და ჩემპიონატში ზედიზედ უკვე 21 შეხვედრაა არ წაუგიათ.

მსგავსი შედეგი გუნდს 2009-2010 წლებში გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჰქონდა, რომელიც ამჟამად ინგლისის “მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელია.

53 წლის ვალვერდე “ბარსას“ სათავეში 2017 წლის ზაფხულში ჩაუდგა.

 

მატჩის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ანგარიში 2:1 გახადა. არგენტინელმა პრიმერა დივიზიონის ბოლო 25 სეზონში ყველაზე მეტი – 20 ჯარიმა გაიტანა. შედარებისთვის მადრიდის “რეალის“ ლიდერ კრიშტიანო რონალდოს საჯარიმო დარტყმით ესპანეთში 19 გოლი აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ბარსელონამ“ ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო, მესიმ კი, “კამპ ნოუზე“ საიუბილეო მე-200 მატჩში ითამაშა.

 

განსაკუთრებული დღე ჰქონდა მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკსაც. “ლას პალმასთან” მატჩში, სლოვენიელმა გოლკიპერმა ლა ლიგაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
ობლაკმა კარი მშრალად შეინახა, მისმა გუნდმა კი, “ლას პალმასს” 3:0 სძლია. მიმდინარე სეზონში, ობლაკის ანგარიშზე 20 მატჩია. აქედან 12-ჯერ, მას გოლი არ გაუშვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები