LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ახალი რეკორდი: 365 და მიულერი ჩამოგდებულია

36

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ მე-15 გამარჯვება მოიპოვა, ლიონელ მესიმ მორიგ რეკორდს უწია.

არგენტინელმა მე-400 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში. ამასთან, „ლევანტეს“ წინააღმდეგ მე-12 წუთზე გახსნა ანგარიში. ეს იყო მესის 365-ე გოლი ლა ლიგაში და ის ლეგენდარულ გერდ მიულერს გაუთანაბრდა ერთ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით (იგულისხმება TOP5 ქვეყნების ჩემპიონატები).

მესიმ 365 გოლს მიულერზე უფრო სწრაფად მიაღწია. გერმანელი ამ ნიშნულამდე 427 მატჩის შემდეგ მივიდა. თქმა რად უნდა, რომ მესი გერმანელ ბომბარდირს მალე გადაუსწრებს და თან საგრძნობი უპირატესობით.

„ბარსელონამ“ „ლევანტე“ 3:0 დაამარცხა. მესის გარდა, გოლები ლუის სუარესმა და პაულინიომ გაიტანეს. „ბარსა“ 48 ქულით ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს და ცხრა ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ატლეტიკოს“.

 

 

ქვეყნის ჩემპიონატის მატჩების მიხედვით “ბარსელონას” რიგებში 400-ზე მეტი თამაში მხოლოდ სამ ფეხბურთლს უგროვდება. ესენია: ჩავი, ინიესტა და ახლა მესი. ბოლო ორი მათგანი ამ მაჩვენებელს კიდევ გააუმჯობესებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები