LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ძმა მაიმუნობას არ ეშვება: მატიასი ისევ დააკავეს

56

„ბარსელონას“ ფორვარდის ლიონელ მესის უფროსი ძმა მატიასი არგენტინის ქალაქ ვილა გეზელში პოლიციამ დააპატიმრა. ფეხბურთელის ძმა მაშინ აიყვანეს, როცა ის ავტოავარიაში მოხვდა და მეორე მანქანის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.

მატიას მესი თავისი Land Rover-ით ავარიაში ღამის კლუბთან ახლოს მოხვდა.

მოწმეების ჩვენებით, „ბარსელონას“ ვარსკვლავის ძმას „სერიოზული უთანხმოება ჰქონდა მძღოლთან და კამათისას, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო“.

თუმცა, პოლიციამ ვერ იპოვნა იარაღი მატიასის მანქანაში, სამაგიეროდ, იქ აღმოაჩინა მარიხუანა, რომელთაგანაც ერთი ნახევრად მოწეული იყო.

შეგახსენებთ, გასულ წელს, არგენტინის პოლიციამ ერთხელ უკვე დააპატიმრა მატიას მესი მას შემდეგ, რაც მის ნავში სისხლის კვალი და იარაღი აღმოაჩინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები