LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ფულს თვლა აღარ აქვს: მილიონი კვირაში

57

ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 61 მილიონ ევროს აიღებს წელიწადში.
არგენტინელმა ძალიან სარფიანად გადაწერა კონტრაქტი.

ამხელა ხელფასით მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. აწი ის დაახლოებით კვირაში 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ხელფასის გარდა მესი ფულს იშოვის კომერციული მიზნებით მისი გამოსახულების გამოყენებისგან და პლუს ათასგვარი ბონუსებისგან.

მესის ახალი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლამდეა გათვლილი.

30 წლის სუპერვარსკვლავი გარდა ჩამოთვლილი სიკეთეებისა 50 მილიონი ევროს ბონუსს მიიღებს უბრალოდ კონტრაქტის გაფორმებისთვის.

მესის გამოსასყიდ თანხად 300 მილიონი განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები