LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის განაჩენი ძალაშია: არგენტინელი უზენაესმა სასამართლომაც გაამტყუნა

32

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ „ბარსელონას“ ფორვარდის ლიონელ მესის განაჩენი ძალაში დატოვა.
არგენტინელის პირობითი მსჯავრი ძალაში დარჩა.

უზენაესმა სასამართლომ უფრო დაბალი ინსტაციის განაჩენი ძალაში დატოვა, რომელიც 2016 წლის ზაფხულში გამოიტანეს. მის მიხედვით მესის 21 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ოღონდ პირობითად.

ლეო და მამამისი ხორხე გადასახადების თავის არიდების გამო სამ ეპიზოდში არიან ბრალდებულები.

მესი 2 მილიონ ევროთი დაჯარიმდა, მამამისი კი დაახლოებით 1.5 მილიონს გადაიხდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები