LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის გოლები საშიშია: ლეოს გოლი მიწისძვრას იწვევს

80

დედამიწის შესახებ სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერებმა ბარსელონაში მიწის ვიბრაცია გაზომეს. შედეგების შესახებ ავსტრიაში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენციაზე ინსტიტუტის წარმომადგენელმა ხორდი დიასმა ისაუბრა.

„ჩვენ ბარსელონაში ერთ-ერთი შენობის შიგნით სეისმოგრაფი დავაყენეთ და ამან საშუალება მოგვცა გაგვეზომა ვიბრაცია, რომელიც სხვადასხვა ფაქტორით იყო გამოწვეული – გზაზე საცობები, მეტრო და ა.შ.
შედეგად, დადგინდა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ლიონელ მესის “კამპ ნოუზე” გოლი გააქვს, სეისმოგრაფი მიწისძვრას აფიქსირებდა. ეს გამოწვეულია გოლის აღსანიშნავად საკუთარი ადგილებიდან ადამიანების წამოდგომით“, – განაცხადა დიასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები