LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის მერე ნეიმარი: ტერორისტები ბრაზილიელ ვარსკვლავს დაემუქრნენ (ფოტო)

79

ლეო მესის და ნეიმარს ტერორისტები, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს, სიკვდილით დასჯით ემუქრებიან.

რადიკალურად განწყობილი ისლამისტური დაჯგუფება სიკვდილით დასჯით – ლეო მესის, დიდიე დეშამსა და ნეიმარს ემუქრება. ISIS-მა სამივე მათგანი ალაჰის მტრად მოიხსენია. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში ლეო მესის და დიდიე დეშამის მისამართით გავრცელდა მუქარის შემცველი ფოტოები. ახლა კი მათ ნეიმარიც დაემატა.

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა პირობა დადეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს – სუპერვარსკვლავებს მისწვდებიან და ტოტალურ ტერორს მოუწყობენ ისლამის მტრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები