LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის მსოფლიო თასის ასლს მისცემენ: რას უმზადებენ ლეოს დაბადების დღეზე

47

რუსი ჩინოვნიკები ლეო მესის 31-ე დაბადების დღეზე ტორტს და მსოფლიო თასის ასლს აჩუქებენ.

24 ივნისს ლეო მესი 31 წლის გახდება. არგენტინის ნაკრების კაპიტანი რუსი ჩინოვნიკებისაგან საჩუქარს მიიღებს. მსოფლიოს თასის ზუსტი ასლი ფაიფურისაგანაა დამზადებული. მესის დასაჩუქრება მოსკოვის იმ რაიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სადაც არგენტინის ნაკრებია დაბინავებული.

არგენტინა მსოფლიოს თასზე D ჯგუფში ხორვატიის, ნიგერიის და ისლანდიის ნაკრებებთან ერთად გამოდის. ხორვატიასთან წუხანდელი 0:3 მარცხის შემდეგ ვერცხლის ქვეყნელებმა მდგომარეობა საგრძნობლად გაირთულეს. არგენტინას 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს.
მოკლედ, მესი მართლა ასლს თუ წაიღებს, თორემ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები