LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის საუკეთესო გოლი 10 წლისაა (ვიდეო)

90

შესაძლოა ეს იყოს მესის კარიერაში საუკეთესო გოლი.
ეს მოხდა 10 წლის წინ.

2007 წლის 18 აპრილს ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალში „ბარსელონამ“ „ხეტაფე“ მიიღო. 19 წლის მესიმ აი ეს გააკეთა:

მესიმ პირველად მარცხენა მცველი ხავიერ პარედესი მოატყუა: „შემეძლო ჯარიმა ამეკიდა, მაგრამ ყვითელი ბარათის შემეშინდა. აბა რა ვიცოდი, რომ ის ასეთ რაღაცას გააკეთებდა“, – იხსენებს პარედესი.

შემდეგი იყო ნახევარმცველი ნაჩო პერესი, რომელსაც მესიმ ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა: „შემეძლო მას დავწეოდი და ხელი დავადე. როდესაც საჯარიმომდე მიაღწია, მარჯვნიდან დავბლოკე, მაგრამ როგორღაც მარცხნივ წავიდა“.

შემდეგ მესის ელოდნენ ალექსის რუანო და დავიდ ბელენგერი, რომელიც ვარდნაში ჩაუხტა. „ბურთს ოდნავ შევეხე, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა“, – გაიხსნება მცველმა.

მესი უკვე საჯარიმოში იყო, მეკარე ლუის გარსია კარიდან გამოვიდა, მაგრამ არგენტინელმა მარტივად მოატყუა.

ბოლო, ვისაც სიტუაციის გადარჩენა შეეძლო, მარჯვენა მცველი დავიდ კორტესი იყო, რომელიც ცარიელი კარის გადასაკეტად ჩაწვა. მას ეგონა, რომ მესი დაბლა დაარტყამდა, მაგრამ მან ოდნავ გადააგდო ბურთი. „დასანანია ასეთ ვითარებაში აღმოჩენა, მაგრამ მოგვიანებით მესისგან ამაზე უფრო მაგარი რაღაცეები ვნახეთ“, – დარწმუნებულია კორტესი.

საოცარი კი ის არის, რომ „ბარსამ“ ეს თამაში 5:2 მოიგო, მაგრამ ფინალში მაინც ვერ მოხვდა – განმეორებით შეხვედრაში „ხეტაფემ“ 4:0 გაიმარჯვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები