LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Messenger Kids – ფეისბუქმა ბავშვებისათვის სპეციალური მესენჯერი შექმნა

214

კომპანია ფეისბუქმა ბავშვებისათვის სპეციალური აპლიკაცია – Messenger Kids შექმნა. დღეიდან სოციალური ქსელის პატარა მომხმარებლებს საკუთარი მესენჯერი ექნებათ, თუმცა აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ში ფუნქციონირებს.

ამ დრომდე, ფეისბუქზე დარეგისტრირება მინიმუმ 13 წლის ასაკის მოზარდს შეეძლო, თუმცა საბავშვო მესენჯერის დახმარებით ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა. ამასთან, აპლიკაცია მშობლების ანგარიშიდან იმართება და სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვისთან დაამყარონ კომუნიკაცია მათმა შვილებმა.

საბავშვო მესენჯერში რეკლამები არ იქნება განთავსებული და არც ბავშვების ინფორმაცია იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის. რაც მთავარია, მშობლები სრულად გააკონტროლებენ საკუთარი შვილების აქტივობას სოციალურ ქსელში და დააკვირდებიან მათ ქცევას.

მესენჯერის საშუალებით მოზარდები, როგორც წერილობითი, ისე ვიდეო კომუნიკაციის დამყარებას შეძლებენ. აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ IOS სისტემისთვისაა დაწერილი, თუმცა კომპანია Android ვერსიის გაშვებასაც აპირებს.

​ბავშვებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია უამრავი სახალისო ფრეიმითა და ფუნქციით იქნება დატვირთული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები