LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში აქციის მონაწილეებთან შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე ჩავიდა

646

მესტიაში აქციის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ხვდებიან.

მესტიაჭალაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მესტიაში დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა შორისაა ფეხმძიმე ქალბატონიც, რომელიც პროტესტის ნიშნად ამ დრომდე მიწაზე წევს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ , რომ შსს  სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანას აპირებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი  აქციას მაინც გააგრძელებენ და ჰესის მშენებლობაზე სპეცტექნიკის გატარებას ხელს შეუშლიან.