LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში ჰოსტელი 1 108 500 ლარად გაიყიდა

91

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე N7–ში მდებარე ჰოსტელი „სეტი“ ელექტრონულ აუქციონზე 186 ბიჯით 1 108 500 ლარად გაყიდა. უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – 550 500 ლარს შეადგენდა.

აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 8 ნომრის მქონე  სასტუმროს მოწყობა და ამ მიმართულებით სულ მცირე 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. სასტუმროში 5 ადამიანი დასაქმდება.

შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 50 423 001ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა სულ მცირე 98 500 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები