LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში შსს-ს სპეცრაზმია მობილიზებული

85

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მესტიაში – სამართალდამცველები “რუსთავი 2”-ის გადამღებმა ჯგუფმა გვიან ღამით მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში  გადაიღო.

უკავშირდება თუ არა მათი ჩასვლა სვანეთში დღეს დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლას ძალოვანები ტელეკომპანიასთან არ აკონკრეტებენ.

სვანეთის მოსახლეობა დღეს გზის გადაკეტვისთვის ემზადება. საპროტესტო აქციით, ადგილობრივები სამშენებლო კომპანიისთვის მესტია-ჭალა-ჰესის მშენებლობის ხელის შეშლას გეგმავს.

მესტიაში დღეს “სინერჯი ქონსტრაქშენმა” სპეც ტექნიკა უნდა აიყვანოს. ჰესების მშენებლობის შეჩერება სვანებმა გუშინ მესტიის ცენტრში გამართულ აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მათი თქმით, ერთდროულად რამდენიმე ჰიდრო ელექტრო სადგურის აგება რეგიონში უნიკალურ ბუნებას გაანადგურებს. შემუშავდა შესაბამისი პეტიციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები