LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Met Gala 2017: კოსტიუმების წვეულება, რომელზეც კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ

117

ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს, ნიუ-იორკში, კოსტიუმების წვეულება – Met Gala გაიმართა. წლევანდელი ღონისძიების თემა საკმაოდ სპეციფიკური იყო, ამიტომ ადგილზე მისული ვარსკვლავების ჩაცმულობის ნახვა ერთიორად საინტერესო აღმოჩნდა.

წლევანდელი საღამო, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში გაიმართა, ცნობილი ბრენდის, Comme des Garçons-ის შემქმნელს, იაპონელ დიზაინერს, რეი კავაკუბოს ეძღვნებოდა. გამოფენა სახელწოდებით Rei Kawakubo / Comme des Garçons: Art of the In-Between 4 მაისს დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება.

Met Gala საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მსოფლიო ვარსკვლავები მისთვის საკმაოდ დიდი ხნით ადრე ემზადებიან. წლევანდელი განსაკუთრებული სტუმრები თანამედროვე მოდის ფავორიტები – ჯიჯი და ბელა ჰადიდი, კენდალ ჯენერი და ჰეილი ბოლდუინი და ა.შ. მათი კოსტიუმები კი უზომოდ სექსუალური და თამამი იყო.

მათ გარდა ფოტოგრაფების წინაშე ჟიზელ ბიუნდჰენმა და ტომ ბრედიმ, სელენა გომესმა და The Weeknd-მა, ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა, დონატელა ვერსაჩემ, კიმ კარდაშიანმა, რიანამ, კეტი პერიმ, რიტა ორამ, ბეჰატი პრინსლომ, გვინეტ პელტროუმ და სხვა ლამაზმანებმა იპოზიორეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები