LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეხის ხიდთან ბომბის ნაცვლად, პოლიციამ ტანსაცმელი იპოვა

34

მეტეხის ხიდთან საპატრულო პოლიციამ, ბომბის ნაცვლად ქალის ტანსაცმელი იპოვა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, საეჭვო ჩანთაში, საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციამ მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მეტეხის ხიდთან, საპატრულო პოლიცია, შეტყობინების საფუძველზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, უცხო პირის მიერ დატოვებულ ჩანთაში უნდა ყოფილიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები