LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გაიმართა

117

„თიბისი ბანკის” აგროფორუმები რეგიონებში  გრძელდება და კახეთიდან უკვე შიდა ქართლში, განსხვავებული თემატიკით ინაცვლებს. ბანკის ინფორმაციით, ამჯერად, ფორუმი გორში გაიმართა. დამწყებ ფერმერებს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თევზის მოვლა-მოშენების შესახებ უახლეს  ინფორმაციას გასცნობოდნენ და მათთვის საინტერსო კითხვებზე დარგის ექსპერტებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის განვითარების სამმართველოს უფროსი,  არჩილ ფარცვანია  და „თიბისი ბანკის” აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე უძღვებოდნენ.

 „ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონი მოვიცვათ და ფერმერებს შესაძლებლობა მივცეთ, ეფექტურად მართონ თავიანთი მეურნეობა. დარგის სპეციალისტები, რომლებიც შეხვედრებს უძღვებიან, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს უახლეს ინფორმაციას აწვდიან  და საქმიანობიდან გამომდინარე პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევენ, რაც ვფიქრობ, ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა,“ – ამბობს „თიბისი ბანკის” აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე.

გორის  შემდეგ „თიბისი ბანკის” აგროფორუმები უკვე  საქართველოს სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს. ფორუმებზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრების თემატიკა კი რეგიონების შესაბამისად შეიცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები