LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი ჟანგბადი ქალაქს: ელექტრომობილების ხელშეწყობა გრძელდება

124

კომპანიებმა „m2 უძრავი ქონება” და E-Space სოციალური კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს” დაიწყეს.

როგორც ”ფორტუნას” E-Space -დან აცნობეს, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში E-Space, მისი გენერალური პარტნიორის „m2 უძრავი ქონების” მხარდაჭერით, ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას შექმნის, რაც 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ელექტროდამტენი სადგურის დამონტაჟებას გულისხმობს. მათივე ცნობით, დამტენი სადგურების რაოდენობის ზრდა საქართველოში დაასტიმულირებს ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას, რაც ეკოლოგიურ სიტუაციას გააუმჯობესებს.

სოციალური კამპანიის „მეტი ჟანგბადი ქალაქს” ფარგლებში m2 კომპანია „E-Space”-თან ერთად 2017 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას საქართველოში. „m2-ის მაღალი სოციალური პასუხიმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ გარემოს დაბინძურების პრობლემას და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობდით, გვეზრუნა გარემოზე. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაშენებთ მხოლოდ ენერგოეფექტურ კომპლექსებს, რითაც ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს. ამჯერად, „m2 უძრავი ქონება” უკვე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზეც იწყებს ზრუნვას. ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის ფაქტი, რომ გავხდით კომპანია E-Space-ის გენერალური პარტნიორები ამ ძალიან კარგ საქმეში”, – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

ერთობლივი კამპანიის დაწყება შეაფასა E-Space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან გვალიამაც. მისი თქმით, „m2 უძრავი ქონება” ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შესთავაზა E-Space-ს ახალი კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს”. როგორც გვალიამ განმარტა, ეს პროექტი ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან ემსახურება არა მარტო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს შეუწყობს ელექტრომობილების, როგორც მომავლის ტექნოლოგიის, პოპულარიზაციას ქვეყანაში.