LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი სივრცე შოპინგისთვის – ქავთარაძის „სითი მოლი“ ფართოვდება

724

საერთაშორისო ბრენდული მაღაზიები, საკვები ობიექტები, გასართობი ტერიტორია ბავშვებისა და უფროსებისთვის, მოსასვნებელი ადგილი მშობლებისთვის, ასევე მიწის ქვეშ განთავსებული 1500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი – ეს ყოველივე თავს სავაჭრო ცენტრ ”სითი მოლში” მოიყრის.  „სითი მოლი“, რომელიც ქავთარაძის N1- ში მდებარეობს ფართოვდება.

როგორც ”ფორტუნას” სავაჭრო ცენტრიდან აცნობეს, ამ ეტაპზე ”სითი მოლის” შენობის ფართი 17,000 მ2-ია. ახალი შენობის გასაქირავებელი ფართი კი  57,000 მ2, ხოლო სრული ფართი ბიზნესცენტრის გარეშე 87,000 მ2 იქნება. მიწის ნაკვეთი რაზეც შენობა იქნება განთავსებული შეადგენს 36, 000 მ².

”ჩვენი სავაჭრო ცენტრის ლოკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არის ქალაქის ცენტრში და ეს იქნება ყოველდღიური თავშეყრის ადგილი, როგორც ოჯახებისთვის, ასევე მეგობრებისთვის”, – აცხადებენ ”სითი მოლში”.

ცნობისთვის, ახალი სავაჭრო ობიექტი 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება. მისი მფლობელი კომპანია „აი ჯი დეველოპმენტია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები