LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით – კალაძე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

კალაძე

„უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, ყველაზე მთავარი, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება, არის ერთობა, კონსოლიდაცია ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.

„პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ აუცილებლად და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია. არაერთხელ გამიკეთებია ამაზე განცხადებები – შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა. პირველ რიგში, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი,“ – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები