LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტრო “რუსთაველთან” “ქართველთა მარშის” მონაწილეები აქციას მართავენ

83

მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართველთა მარშის” მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც შემდეგ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისისკენ გაემართებიან და აქციას გამართავენ. მოგვიანებით კი ისინი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის შტაბთან გადაინაცვლებენ.

პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნაა დაკანონდეს, რომ უცხოელებზე მიწა არ გასხვისდეს.

ადგილზე იმყოფება “ქართველთა მარშის” ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძეც, რომელიც მთავრობას მოუწოდებს გამოიწვიოს ის კანონპროექტი, რომელიც ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა.

იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანდრო ბრეგაძე მომავალ კვირას მასშტაბურ აქციას აანონსებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები