LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროპოლიტენის 300-ზე მეტი მემანქანე გაფიცვით იმუქრება

107

მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასების ზრდის საკითხზე, ორგანიზაცია „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლები მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს ხვდებიან. „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარის რატი კაპანაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა საბოლოო იქნება, სადაც მიიღებენ პასუხს მემანქანეების მოთხოვნაზე ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით.

თუ მერია და სატრანსპორტო კომპანია უარყოფით პასუხს დააფიქსირებენ, მეტროპოლიტენის 300-ზე მეტი მემანქანე გაიფიცება.

„დღევანდელი შეხვედრა იქნება ბოლო, სადაც ჩვენ მოვისმენთ თბილისის მერიის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება თუ არა მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ხელფასების მომატებას ეხება. თუ მერია არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, იგეგმება ფართომასშტაბიანი გაფიცვა, რამაც შესაძლოა მეტროპოლიტენის პარალიზება გამოიწვიოს. უფრო კონკრეტულად სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ“, – განაცახდა რატი კაპანაძემ.

26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია მემანქანეებისთვის ხელფასის 43%-ით მომატების საკითხზე გადაწყვეტილებას 1 მაისამდე მიიღებდა.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები