LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროს ვაგონების ნაწილი 2 თვის განმავლობაში განახლდება

342

მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა 8 ვაგონს კაპიტალურად არემონტებს. 

ვაგონების განახლება, ეტაპობრივად, 2 თვის განმავლობაში მოხდება. მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციას – იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

მერიის ცნობით, მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტის მიზანია მგზავრებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული მომსახურების შეთავაზება, ასევე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით,  თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება.

სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„წლევანდელი გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაციის სამუშაოები. ახლა 8 ვაგონის მოდერნიზება ხდება. პირველ ეტაპზე მოძრავი შემადგენლობა თვის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში.  აღსანიშნავია, რომ ამ პროცესით მეტროპოლიტენის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

2017 წელს იგეგემება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

 

პოპულალურები