LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ „ახმეტელის” ტენდერში შესაძლო გარიგება გამოავლინეს

91

არასამთავრობო  ორგანიზაცია IDFI-მ მეტროსადგურ ”ახმეტელის” ტენდერში შესაძლო გარიგება გამოავლინა. 

ორგანიზაციამ მეტროსადგურის ტენდერი შეისწავლა და გამოთქვამს ეჭვს, რომ ტენდერში მოანაწილე შპს „დამბამ“ და შპს „ყვარელრემმშენმა“ ხელოვნურად გაზარდეს წინადადების ფასი და შემდგომ გაინაწილეს თანხა.

“იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდერში მონაწილე კომპანიები თანხმდებიან ხელშეკრულებების განაწილებაზე, სატენდერო წინადადებების ფასებზე ან ერთმანეთის ხელშეკრულებების შესრულებაზე სისტემის გვერდის ავლით, ვიღებთ მოჩვენებით კონკურენციას, უხარისხო მომსახურებას და სახელმწიფო რესურსების არა ეფექტიან გამოყენებას”, – მიიჩნევს ორგანიზაცია.

IDFI-ის ინფორმაციითვე, შესაძლო უკანონო გარიგების შემთხვევა დაკავშირებულია ქვეკონტრაქტირების რეგულირების არარსებობასთან.

აქედან გამომდინარე:

  • რისკების შესამცირებლად საჭიროა ქვეკონტრაქტების გაფორმების აქტიური მონიტორინგის სისტემის დანერგვა. კომპანიებს შორის შესყიდვებში მონაწილეობისას გარიგებები ქმნიან უხარისხო მომსახურებისა და სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი გამოყენების რისკებს.
  • სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას უნდა დაემატოს ქვეკონტრაქტორის ცნება და უნდა გაიწეროს შესაბამისი პროცედურები, მაგალითად: ქვეკონტრაქტირების მაქსიმალური ზღვარი, სატენდერო მოთხოვნები, და დოკუმენტების საჯაროობა.

IDFI-ის ანალიზი შესაძლო გარიგება მეტროსადგურახმეტელისტენდერში იხილეთ სრულად აქ:↔http://bit.ly/2nNh4fd

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები