LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე „სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები იკითხებიან

103

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე თბილისის მერიის „სატრანსპორტო კომპანიის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან.

დაკითხვაზე იმყოფებიან შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” სამშენებლო სამსახურის, სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების ორი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი.

დაკითხვა ისნის პოლიციის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები