LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება

130

მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა.  

მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“  ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო  მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს.

მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია  2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა.  20 იანვრიდან კი დაიწყო ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა,  სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები